სოციალური დახმარების პროგრამის ფარგლებში 8 ოქტომბერს 80 თბილისელის სამედიცინო მომსახურება დაფინანსდა

2014 წლის 8 ოქტომბერს ,,სხვა სოციალური დახმარების ღონისძიებების“ ქვეპროგრამის ფარგლებში გაიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეებისათვის, ასევე საქართველოს იმ მოქალაქეებისათვის, რომლებსაც ფაქტიური საცხოვრებელი ადგილი გააჩნიათ თბილისში და რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში სოციალური დახმარებისა და სხვა სერვისების ხელმისაწვდომობის განხორციელების ხელშეწყობის კომისია, რომელზეც განხილული იქნა მოქალაქეთა 98  განცხადება. სამედიცინო მომსახურების და სხვა სოციალური სერვისის დაფინანსების შესახებ 80 განცხადების (მოთხოვნილი თანხა 2000-15000 ლარის ფარგლებში და 15000 ლარის ზევით) დადებითად დაკმაყოფილების თაობაზე იქნა მიღებული გადაწყვეტილება. დაფინანსების ჯამურმა მოცულობამ შეადგინა 288777,10 (ორასოთხმოცდარვა ათას შვიდას სამოცდაჩვიდმეტი და  10 თეთრი) ლარი. პროგრამით განსაზღვრული ბენეფიციარებიდან:

  • 10 ბენეფიციარი - სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული, რომელთა სარეიტინგო ქულაა 0-დან 100001-მდე (მ.შ. 1 შშმპ და ამავე დროს ვეტერანი);
  • 1 ბენეფიციარი - მრავალშვილიანი ოჯახის წევრი (3 და მეტი შვილი), რომლის სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში შეადგენს 100001-დან 200001-მდე;
  • 8 ბენეფიციარი - მკვეთრად ან მნიშვნელოვნად შეზღუდეული მქონე პირი ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვი და მისი ოჯახის წევრი (მ.შ. 2  ვეტერანი);
  • 3 ბენეფიციარი - ვეტერანი, რეგისტრირებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში (მ.შ. 2 შშმპ; 1 სოციალურად დაუცველი);
  • 1 ბენეფიციარი - მარჩენალდაკარგულის სტატუსის მქონე პირი;
  • 60 ბენეფიციარი - მატერიალური მდგომარეობის გამო საჭიროებენ დახმარებას (მ.შ.საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის/სხვა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში თანადაფინანსების მქონე).
08 ოქტომბერი 2014