მეტეხის გვირაბებში ღამის საათებში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

 

მეტეხის გვირაბებში, 30 ნოემბრიდან 4 დეკემბრამდე, ტექნიკური მდგომარეობის შესწავლის მიზნით, მარცხენა და მარჯვენა გვირაბები ორ-ორი ღამის განმავლობაში დაიკეტება. სამუშაოები შესრულდება ორ ეტაპად, ღამის საათებში.
30 ნოემბერს და 1 დეკემბერს, 23:00-დან 07:00 საათამდე, გვირაბში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება იალბუზის ქუჩიდან მეტეხის ხიდის მიმართულებით. აქედან გამომდინარე, იალბუზის ქუჩიდან ქალაქის ცენტრისკენ ტრანსპორტის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ორთაჭალჰესისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით.
2 და 3 დეკემბერს, 23:00-დან 07:00 საათამდე, გვირაბი დაიკეტება ბარათაშვილის ხიდიდან იალბუზის ქუჩის მიმართულებით. შესაბამისად, მტკვრის მარცხენა სანაპიროდან ტრანსპორტი იმოძრავებს ბარათაშვილის ხიდის გავლით პუშკინის ქუჩის მიმართულებით.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით დისკომფორტისთვის!

 

30 ნოემბერი 2019