2-8 ნოემბერს მეტროსადგურ „ვარკეთილიდან“ N117-ე სკოლამდე ავტობუსი იმოძრავებს

მასწავლებლის კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდებზე მონაწილეთა ტრანსპორტირების უზრუნველსაყოფად, 2-დან 8 ნოემბრის ჩათვლით, მეტროსადგურ „ვარკეთილიდან“ შუამთის ქუჩაზე მდებარე N117-ე საჯარო სკოლამდე ავტობუსის დროებითი მარშრუტი დაინიშნება. ავტობუსი 09:00 საათიდან 17:00 საათამდე იმოძრავებს და მგზავრებს სტანდარტული ტარიფით, 50 თეთრად მოემსახურება.

01 ნოემბერი 2019