ავალიშვილის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირზე ასვლა ნებადართული იქნება

17 ოქტომბერს, ღამის საათებში, ავალიშვილის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირზე ასასვლელი ზოლი გაიხსნება, საიდანაც ტრანსპორტი მოძრაობას გააგრძელებს მარჯვნივ, ვაკის პარკის მიმართულებით.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!

 

17 ოქტომბერი 2019