ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ჰიპოპოტამის ძეგლისა და კრწანისის რაიონში მდებარე პარკში, „ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალის“ კონკურსზე 8 ნამუშევარია წარმოდგენილი

ქალაქ თბილისში, გმირთა მოედანზე, ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ჰიპოპოტამის ძეგლისა და კრწანისის რაიონში მდებარე პარკში, „ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალის“ განსათავსებლად ესკიზისა და ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციის საუკეთესო წინადადების შერჩევის მიზნით, 2019 წლის 3 აპრილს გამოცხადებულ კონკურსში წარმოდგენილი წინადადებიდან, საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, გამარჯვებული არ გამოვლინდა. შესაბამისად, 2019 წლის 18 ივლისს ხელახალი კონკურსი გამოცხადდა.

საკონკურსო წინადადებების მიღება-რეგისტრაცია ხორციელდებოდა 2019 წლის 16 სექტემბრის ჩათვლით - კონკურსის გამოცხადებიდან 60 კალენდარული დღის განმავლობაში.

კონკურსის ფარგლებში 8 ნამუშევარი იქნა წარმოდგენილი, აქედან 6 ჰიპოპოტამი და 2 “ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი“. აღნიშნული ნამუშევრები 10 დღის განმავლობაში გამოიფინება შარტავას ქუჩის N7-ში, თბილისის მერიის შენობაში, მე-2 სართულზე.

 

 

17 სექტემბერი 2019