დისციპლინური გადაცდომის გამო, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 79-ე და 99-ე მუხლების თანახმად, თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის კრწანისის რაიონული განყოფილების უფროსი ირაკლი კვარაცხელია თანამდებობიდან გათავისუფლდა. თბილისის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურმა შეისწავლა კვარაცხელიას მიერ 18 ოქტომბერს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ით გაკეთებული განცხადება მერიის სისტემის მოსამსახურეთა მიერ ჩადენილი სავარაუდო კანონდარღვევის თაობაზე. სატელევიზიო ინტერვიუში ირაკლი კვარაცხელიამ აღნიშნა, რომ მასზე ხორციელდებოდა ზეწოლა სამსახურის უფროსისა და მისი მოადგილის მხრიდან იმ მიზნით, რომ მას დაეტოვებინა სამსახური. მისი განცხადებითვე, „ეს ყველაფერი ხდება ძალიან ორგანიზებულად და ქალაქის ვიცე-მერი, ბატონი მარგიშვილი ხელმძღვანელობს ამას და ამის დამადასტურებელი უამრავი ფაქტი არსებობს“. აღნიშნული ინფორმაციის დაზუსტების მიზნით და შესაბამისი ახსნა-განმარტების მისაღებად ირაკლი კვარაცხელია 20 ოქტომბერს შიდა აუდიტის სამსახურმა დღის განმავლობაში ორჯერ დაიბარა, თუმცა, დაპირების მიუხედავად, ის აუდიტის სამსახურში არ გამოცხადდა. მას არც სატელევიზიო ინტერვიუში და არც შიდა აუდიტის სამსახურში არ წარუდგენია ვიცე-მერის, ალექსანდრე მარგიშვილის ხელმძღვანელობით თანამშრომლებზე ზეწოლის განხორციელების დამადასტურებელი არც ერთი ფაქტი და დოკუმენტი. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოში საჯარო სამსახურის ძირითადი პრინციპია „ადამიანისა და მოქალაქის უფლებების, თავისუფლებების და ღირსების პატივისცემა“. ამავე კანონის 731 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, „საჯარო მოსამსახურე ვალდებულია, შეასრულოს ქცევის ზოგადი წესები“. ასევე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 732 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო მოსამსახურემ თავიდან უნდა აიცილოს ნებისმიერი მოქმედება, რომელიც ზიანს მიაყენებს პირადად მის, მისი დაწესებულების ან საჯარო სამსახურის რეპუტაციას.“ საქართველოს კანონის „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ პირველი მუხლის „ე“ პუნქტის შესაბამისად, „ცილისწამება არის არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისათვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადება.“ ვინაიდან ირაკლი კვარაცხელიამ 2014 წლის 18 ოქტომბერს გადაცემა „კურიერში“ თბილისის ვიცე-მერ ალექსანდრე მარგიშვილის ხელმძღვანელობით თანამშრომლებზე ვითომდა ზეწოლის განხორციელების ფაქტების თაობაზე გაკეთებული განცხადებისას არ წარადგინა ამ ფაქტის დამადასტურებელი კონკრეტული დოკუმენტი, ასევე, შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურისთვის არ წარუდგენია ამის დამადასტურებელი მასალა, მან გააკეთა ქ. თბილისის ვიცე-მერ ალექსანდრე მარგიშვილისთვის სახელის გამტეხი და ზიანის მიმყენებელი არსებითად მცდარი ფაქტის თაობაზე მიზანმიმართული განცხადება, რითაც ზიანი მიაყენა ალექსანდრე მარგიშვილისა და ქ. თბილისის მერიის რეპუტაციას. მან, ქცევის ზოგადი წესების მოთხოვნების არაჯეროვან შესრულებასთან ერთად, ჩაიდინა მოხელისა და დაწესებულების დისკრედიტაციისკენ მიმართული უღირსი საქციელი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან ირაკლი კვარაცხელიამ დაარღვია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 78-ე მუხლის 1 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტები, იგი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 79-ე და 99-ე მუხლების თანახმად (დისციპლინური გადაცდომა) გათავისუფლდა სამსახურიდან.

დისციპლინური გადაცდომის გამო, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 79-ე და 99-ე მუხლების თანახმად, თბილისის  მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის კრწანისის რაიონული განყოფილების უფროსი ირაკლი კვარაცხელია თანამდებობიდან გათავისუფლდა.

თბილისის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურმა შეისწავლა კვარაცხელიას მიერ 18 ოქტომბერს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ით გაკეთებული განცხადება მერიის სისტემის მოსამსახურეთა მიერ ჩადენილი სავარაუდო კანონდარღვევის თაობაზე. სატელევიზიო ინტერვიუში ირაკლი კვარაცხელიამ აღნიშნა, რომ მასზე ხორციელდებოდა ზეწოლა სამსახურის უფროსისა და მისი მოადგილის მხრიდან იმ მიზნით, რომ მას დაეტოვებინა სამსახური. მისი განცხადებითვე, „ეს ყველაფერი ხდება ძალიან ორგანიზებულად და ქალაქის ვიცე-მერი, ბატონი მარგიშვილი ხელმძღვანელობს ამას და ამის დამადასტურებელი უამრავი ფაქტი არსებობს“.

აღნიშნული ინფორმაციის დაზუსტების მიზნით და შესაბამისი ახსნა-განმარტების მისაღებად ირაკლი კვარაცხელია 20 ოქტომბერს შიდა აუდიტის სამსახურმა დღის განმავლობაში ორჯერ დაიბარა, თუმცა, დაპირების მიუხედავად, ის აუდიტის სამსახურში არ გამოცხადდა. მას არც სატელევიზიო ინტერვიუში და არც შიდა აუდიტის სამსახურში არ წარუდგენია ვიცე-მერის, ალექსანდრე მარგიშვილის ხელმძღვანელობით თანამშრომლებზე ზეწოლის განხორციელების დამადასტურებელი არც ერთი ფაქტი და დოკუმენტი.

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოში საჯარო სამსახურის ძირითადი პრინციპია „ადამიანისა და მოქალაქის უფლებების, თავისუფლებების და ღირსების პატივისცემა“. ამავე კანონის 731 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, „საჯარო მოსამსახურე ვალდებულია, შეასრულოს ქცევის ზოგადი წესები“. ასევე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 732 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო მოსამსახურემ თავიდან უნდა აიცილოს ნებისმიერი მოქმედება, რომელიც ზიანს მიაყენებს პირადად მის, მისი დაწესებულების ან საჯარო სამსახურის რეპუტაციას.“ საქართველოს კანონის „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ პირველი მუხლის „ე“ პუნქტის შესაბამისად, „ცილისწამება არის არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისათვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადება.“

ვინაიდან ირაკლი კვარაცხელიამ 2014 წლის 18 ოქტომბერს გადაცემა „კურიერში“ თბილისის ვიცე-მერ ალექსანდრე მარგიშვილის ხელმძღვანელობით თანამშრომლებზე ვითომდა ზეწოლის განხორციელების ფაქტების თაობაზე გაკეთებული განცხადებისას არ წარადგინა ამ ფაქტის დამადასტურებელი კონკრეტული დოკუმენტი, ასევე, შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურისთვის არ წარუდგენია ამის დამადასტურებელი მასალა, მან გააკეთა ქ. თბილისის ვიცე-მერ ალექსანდრე მარგიშვილისთვის სახელის გამტეხი და ზიანის მიმყენებელი არსებითად მცდარი ფაქტის თაობაზე მიზანმიმართული განცხადება, რითაც ზიანი მიაყენა ალექსანდრე მარგიშვილისა და ქ. თბილისის მერიის რეპუტაციას. მან, ქცევის ზოგადი წესების მოთხოვნების არაჯეროვან შესრულებასთან ერთად, ჩაიდინა მოხელისა და დაწესებულების დისკრედიტაციისკენ მიმართული უღირსი საქციელი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან ირაკლი კვარაცხელიამ დაარღვია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 78-ე მუხლის 1 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტები, იგი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 79-ე და 99-ე მუხლების თანახმად (დისციპლინური გადაცდომა) გათავისუფლდა სამსახურიდან.

22 ოქტომბერი 2014