„თბილისობის“ დღეებში მეტროპოლიტენი და საბაგირო ღამის 01:00 საათამდე იმუშავებს

„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისის მერის დავით ნარმანიას განკარგულებით, 25 და 26 ოქტომბერს,  თბილისის მეტროპოლიტენი და თბილისის „რიყე-ნარიყალას“ საბაგირო გზა ღამის 01.00  საათამდე იმუშავებს. თბილისის „რიყე-ნარიყალას“ საბაგირო გზა 25, 26 და 27 ოქტომბრის 01:00 საათამდე მგზავრებს უფასოდ მოემსახურება.

 

24 ოქტომბერი 2014