თბილისში არსებული ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციის მიზნით, თბილისი 2020 წლის 15 იანვრიდან მონაწილეობას მიიღებს „ევროპის საუკეთესო მიმართულებების“ (European Best Destinations) - EBD-ს მიერ ორგანიზებულ კონკურსში. დედაქალაქი აღნიშნული ორგანიზაციის წევრი მიმდინარე წლის აპრილში გახდა. სწორედ ამ მიზნით, თბილისის მერიამ გამოაცხადა კონკურსი ფოტოების შესასყიდად, რომლებიც განთავსდება EBD-ს ოფიციალური ვებგვერდის თბილისის გვერდზე (https://www.europeanbestdestinations.com). აღნიშნულ ფოტოებზე დაყრდნობით მოხდება თბილისისთვის ხმის მიცემა „ევროპის საუკეთესო მიმართულების“ ჯილდოს მოსაგებად.
ფოტოკონკურსზე წარდგენილი ფოტოები შეაფასა ჟიურიმ, რომელიც საზოგადოებისათვის ცნობილი ფოტოგრაფებისაგან შედგებოდა. თითოეული ფოტო შეფასდა 0-10 ქულიანი სისტემით (კრეატიულობა, გადაღების რაკურსი და კონკურსის თემატიკასთან შესაბამისობა). ჯამში გამოვლინდა 30 გამარჯვებული ფოტო.
კონკურსში გამარჯვებული ფოტოგრაფები არიან:
● ანდრეი აკოფიანი
● გიორგი გვრიტიშვილი
● გიორგი შერმაზანაშვილი
● ზაზა ნიკოლოზიშვილი
● იური აკოპოვი
● ლევან გიორგაძე
● ლუკა ბაიდოშვილი
● ხატია-ჯუდა ფსუტური
კონკურსის ორგანიზატორი ევროპული ორგანიზაცია EBD არის ბრიუსელში დაფუძნებული არაკომერციული ორგანიზაცია, რომლის ძირითად საქმიანობას ევროპის ქალაქების ტურისტული და კულტურული პოპულარიზაცია წამოადგენს. EBD-ს ყოველწლიური კონკურსი, სახელწოდებით "წლის საუკეთესო ევროპული მიმართულება“, მონაწილე ქალაქებისათვის პოპულარიზაციის საუკეთესო საშუალებაა, ვინაიდან კონკურსი მედიადაფარვის მასშტაბით და მომხმარებლის ჩართულობით გამოირჩევა.
-
ქალაქ თბილისში, ჟიული შარტავას სახელობის ქუჩაზე არსებულ სკვერში (ს/კ 01.10.13.017.002), ან/და მერაბ კოსტავასა და სიმონ ჩიქოვანის ქუჩების კვეთაზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მომიჯნავე ტერიტორიაზე (ს/კ 01.10.17.041.016) საქართველოს ეროვნული გმირების - ჟიული შარტავასა და გურამ გაბესკირიას არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განსათავსებლად ესკიზისა და ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციის საუკეთესო წინადადების შესარჩევი საკონკურსო პირობები
-
ქალაქ თბილისში, მწერალ გიზო ნიშნიანიძის ქალაქური დოკუმენტური პოემის - „პაემანი ვერაზე“ მიხედვით შექმნილი არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის „თბილისელი ბიჭები“ განსათავსებლად ესკიზისა და ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციის საუკეთესო წინადადების შესარჩევი საკონკურსო პირობები
-
ქალაქ თბილისში, ზვიად გამსახურდიას სახელობის არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის (მემორიალი/ქანდაკება) მისივე სახელობის სანაპიროზე (მტკვრის მარჯვენა სანაპირო) განსათავსებლად ესკიზისა და ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციის საუკეთესო წინადადების შესარჩევი საკონკურსო პირობები