ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის პროგრამა „ისწავლე და დასაქმდი“

პროფესიული გადამზადების მოკლევადიანი კურსები თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეებისთვის

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური სახელმწიფო პროფესიულ კოლეჯებთან ერთად, მასშტაბურ პროფესიული გადამზადების პროგრამას „ისწავლე და დასაქმდი“ იწყებს.

პროგრამის მიზანია, სამსახურის მაძიებელი მოქალაქეების გადამზადება შრომის ბაზარზე მოთხოვნად სპეციალობებში და დასაქმების ხელშეწყობა.

პროგრამა ითვალისწინებს თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეებისთვის მოკლევადიანი პროფესიული გადამზადების კურსების განხორციელებას ტურიზმის, მომსახურებისა და სამშენებლო სექტორში.

სასწავლო კურსებს სრულად აფინანსებს ქ. თბილისის მერია და ხანგრძლივობა შეადგენს სამ თვეს.

 

ბენეფიციარების შერჩევის ძირითადი კრიტერიუმებია:

  • ქ. თბილისში რეგისტრაცია;
  • საბაზისო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • მინიმალური ასაკი 18 წელი;
  • გასაუბრება დარგის სპეციალისტთან;

შერჩევისას უპირატესობა მიენიჭებათ: სოციალურად დაუცველებს, იძულებით გადაადგილებულ პირებს, ომის ვეტერანის ოჯახის წევრებს, მარჩენალდაკარგულებს, დედით ან მამით ობოლ პირებს, მრავალშვილიანი ოჯახის წევრებს.

კოლეჯში მისაღებად საჭირო დოკუმენტები:

  • წერილობითი განცხადება;
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • 2 ცალი ფერადი ფოტოსურათი ზომით 3x4-ზე;
  • საბაზო საფეხურის/ სრული ზოგადი / უმაღლესი / პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი ან/და ასლი;
  • უცხოეთში მიღებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის შემთხვევაში სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი.

 

პროგრამის კურსდამთავრებულებზე გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი!

თითოეულ სპეციალობაზე სწავლის ხანგრძლივობა ორი თვეა. სასწავლო პროცესი მოიცავს, როგორც თეორიულ, ასევე, პრაქტიკულ მეცადინეობებს.

 

პროფესიული მიმართულებებია:

  1. .(ა)ი. პ. პროფესიული კოლეჯი „იკაროსი“ ( http://www.icarus.ge მის: მარშალ გელოვანის გამზ. N4; ტელ: 032 2 37 39 81; 577 200 742; 577 500 441; )
  2. მზარეული;
  3. სასტუმროს საქმის მწარმოებელი;
  4. სარესტორნო საქმის მწარმოებელი (მიმტანი);
  5. ბარისტა;
  6. კონდიტერი;
  7. ბარმენი;
  8. მებაღე დეკორატორი;
  9. სარესტორნო საქმის მწარმოებელი (რესტორატორი);
  10. სტუარდინგი;
  11. გიდი- ღვინის გიდი.

2. ს. ს.ი.პ. საზოგადოებრივი კოლეჯი „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი“ (www.profgldani.ge; მის: გლდანი მე-5 მკ/რ, ხიზანიშვილის ქუჩა (ახალი საცურაო აუზის მიმდებარედ). ტელ: 032 2 14 03 14; 570 50 30 01;)

  1. ამზომველ - ტოპოგრაფი;
  2. ინფორმაციული ტექნოლოგიები;
  3. კომპიუტერული გრაფიკოსი;
  4. ტანსაცმლის დიზაინი და კერვა;
  5. ავტომობილის შემკეთებელი ელექტრო-ტექნიკოსი;
  6. მძიმე სამშენებლო ტექნიკის ოპერატორი.

3. ს. ს.ი.პ. საზოგადოებრივი კოლეჯი „მერმისი“ (http://www.mermisicollege.edu.ge; მის: დ. გურამიშვილის ჩიხი N 9/ა; ტელ: 2 14 78 87; 577 504 474;)

  1. სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტი;
  2. ელექტრიკოსი;
  3. ფეხსაცმლის და ტყავის აქსესუარების სპეციალისტი;
  4. მზარეული;
  5. სტილისტი (ქალი);
  6. ფილამწყობი.

4. ს. ს.ი.პ. საზოგადოებრივი კოლეჯი „სპექტრი“ (http://www.spectri.org; მის: ბესარიონ ჭიჭინაძის ქ N10; ტელ: 2 40 16 87; 577 752 474; 577 17 16 76; )

  1. შემდუღებლი;
  2. ელექტრიკოსი;
  3. ამზომველ-გეოდეზისტი;
  4. სანტექნიკოსი და გათბობა-წყალგამაცხელებელი სისტემის მემონტაჟე;
  5. შრომის უსაფრთხოება.

 

5.ს. ს.ი.პ. საზოგადოებრივი კოლეჯი „ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემია“   (http://www.itvet.ge; მის: ფანჯიკიძის 1ა; ტელ: 032 2 200 220 (5055); 555 55 76 70.)

  1. კომპიუტერული გრაფიკა;
  2. ინფორმაციული ტექნოლოგიების ტექნიკოსი.

პროგრამებზე რეგისტრაცია მიმდინარეობს როგორც კოლეჯებში, ასევე ელექტრონულად.

რეგისტრაციის ვადები: 24 აპრილიდან 7 მაისის ჩათვლით.

24 აპრილი 2019