თბილისში შუქნიშნების 20 ახალი ობიექტი მოეწყობა
მიმდინარე წელს თბილისში შუქნიშნების 20 ახალი ობიექტი მოეწყობა, ხოლო ხუთს რეკონსტრუქცია ჩაუტარდება.
31 მაისამდე ახალი შუქნიშნები ამოქმედდება მისამართებზე:
- გურამიშვილის გამზირზე, N114 საჯარო სკოლის მიმდებარედ;
- გურამიშვილის გამზირისა და ვარდისუბნის ქუჩების გადაკვეთაზე;
- კუპრაძისა და თაყაიშვილის ქუჩების გზაჯვარედინზე;
- ბალანჩინის ქუჩაზე, ამერიკის საელჩოს მიმდებარედ;
- კახეთის გზატკეცილისა და მშვიდობის ქუჩის გადაკვეთაზე (სოფ. წინუბნის გადასახვევი);
- სარაჯიშვილის გამზირისა და იპოლიტოვ-ივანოვის ქუჩის გადაკვეთაზე;
- კოსტავას ქუჩისა და მიროტაძის ქუჩის გზაჯვარედინზე;
- შარტავას ქუჩის N42-ის მიმდებარედ;
- ვაზისუბნის დასახლებაში, პატარიძის ქუჩაზე, მე-3 და მე-4 მიკრორაიონებს შორის;
2019 წლის ბოლომდე შუქნიშნის ობიექტები ეტაპობრივად მოეწყობა:
- ჯავახეთის ქუჩისა და კახეთის გზატკეცილის პონდუსის გადაკვეთაზე;
- აგლაძისა და ხოშარაულის ქუჩების გადაკვეთაზე;
- წინამძღვრიშვილისა და გოგიბერიძის ქუჩების გზაჯვარედინზე;
- წერეთლის გამზირისა და მირცხულავას ქუჩის გადაკვეთაზე;
- შუამთისა და თრიალეთის ქუჩების გადაკვეთაზე, N117 საჯარო სკოლის მიმდებარედ;
- ხუდადოვის ქუჩისა და გარეჯის მე-3 შესახვევის გზაჯვარედინზე
- გორგასალის ქუჩაზე 300 არაგველის ობელისკის მიმდებარედ;
- გლდანის დასახლებაში, მე-6 და მე-5 მიკრორაიონებს შორის, „კარფური“-ის მიმდებარედ;
- ბოგდან ხმელნიცკის ქუჩა N48 ის მიმდებარედ;
- ჭიჭინაძისა და გუმათჰესის ქუჩების გადაკვეთაზე N94-ე და N131-ე საჯარო სკოლების მიმდებარედ;
- გახოკიძის ქუჩაზე N10-ის მიმდებარედ.
გარდა ამისა, რეკონსტრუქცია ჩაუტარდება შუქნიშნების ობიექტებს:
- თამარ მეფისა და დავით აღმაშენებლის გამზირების გადაკვეთაზე;
- თამარ მეფის გამზირისა და წინამძღვრიშვილის ქუჩის გზაჯვარედინზე;
- ბარათაშვილისა და ახვლედიანის აღმართის გადაკვეთაზე;
- მტკვრის მარცხენა სანაპიროსა და ბარათაშვილის ხიდის პანდუსის გადაკვეთაზე, რიყის პარკის მიმდებარედ;
- მტკვრის მარცხენა სანაპიროსა და იალბუზის ქუჩის გადაკვეთაზე.
05 მარტი 2019
-
მეტეხის გვირაბში ღამის საათებში საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
-
თბილისის მერიის პროგრამაზე - „ისწავლე და დასაქმდი“ მოქალაქეთა რეგისტრაცია დაიწყო
-
დაგეგმილი აქციის გამო, რუსთაველის გამზირზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა