2 მარტს აღმაშენებლის გამზირის ნაწილზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

ჩუღურეთის რაიონის გამგეობის მიერ ორგანიზებული სპორტული ღონისძიებების ფარგლებში, 2 მარტს, 10:30-დან 12:00 საათამდე, დ. აღმაშენებლის გამზირზე, სანკტ-პეტერბურგის ქუჩის ჩასახვევიდან ჭოროხის ქუჩის ჩასახვევამდე, სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება.

აღმაშენებლის გამზირზე ტრადიციულად, მარათონი - „ჩემი გაზაფხული“ ჩუღურეთის რაიონის გამგებლის, ზურაბ ჩიკვილაძის ინიციატივით იმართება. აღნიშნული აქტივობის მიზანი ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციაა.

ღონისძიებაში მონაწილეობას ჩუღურეთის რაიონში არსებული სკოლის მოსწავლეები და რაიონში მცხოვრები მოქალაქეები მიიღებენ.

01 მარტი 2019