თბილისის მერიის განცხადება

თბილისში საახალწლო განათებების დემონტაჟი გრძელდება. აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, ამაღამ 00:00 საათიდან 29 იანვრის 07:00 საათამდე წერეთლის გამზირი, გიორგი ცაბაძის ქუჩიდან - თორნიკე ერისთავის ქუჩამდე მონაკვეთი, ეტაპობრივად გადაიკეტება.

სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის.

 

28 იანვარი 2019