კრწანისის რაიონში, სიონის ტაძრის მიმდებარედ, მარჯვენა სანაპიროზე მწყობრიდან გამოვიდა წყლის ძველი მილი. ადგილზე იმყოფებიან მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის, კრწანისის რაიონის გამგეობის და „Georgian Water and Power“-ის წარმომადგენლები.
გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვის სამუშაოები, რის გამოც ავტომანქანების გადაადგილება შეფერხებულია. მიმდებარე ტერიტორიაზე გამორთულია ელექტროენერგიაც. სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება ელექტროენერგიის მიწოდება და მოძრაობა საავტომობილო გზაზე.
აღნიშნული ფაქტის გამო, დღის განმავლობაში სასმელი წყალი შეფერხებით მიეწოდება მიმდებარე დასახლებებს: მტკვრის მარჯვენა სანაპირო გალაქტიონის ხიდიდან ბარათაშვილის ხიდამდე, კრწანისის რაიონში: გორგასლის 89-დან 115 ნომრამდე, გულიას, 1, 2, 3 ხეივნის, დიდი ხეივნის, საქანელას, მტკვრის, ბარათაშვილისა და ათონელის ქუჩებს, იუსტიციის სახლს, ასევე ისნის რაიონში: ჩოლოყაშვილის, ბოგდან ხმელნიცკის, დოდაშვილის ქუჩებს და „ორთაჭალის ტურფას“.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის.
-
მეტეხის გვირაბში ღამის საათებში საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
-
თბილისის მერიის პროგრამაზე - „ისწავლე და დასაქმდი“ მოქალაქეთა რეგისტრაცია დაიწყო
-
დაგეგმილი აქციის გამო, რუსთაველის გამზირზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა