საახალწლო სოფელი საზეიმოდ გაიხსნა

საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე საახალწლო სოფელი საზეიმოდ გაიხსნა.

საახალწლო სოფელში შეკრებილ პატარებს დამდეგი შობა-ახალი წელი სვანეთიდან ჩამოსულმა თოვლის ბაბუამ მიულოცა. თბილისს ესტუმრა სანტა-კლაუსიც, რომელიც საზეიმო ღონისძიებას სასტუმრო „რედისონის“ სახურავიდან შემოუერთდა.

ცერემონიას თბილისის მერი კახა კალაძე ოჯახთან და მოადგილეებთან ერთად დაესწრო.  

„დღეიდან ჩვენი საახალწლო, ჯადოსნური სოფელი გახსნილია. ჩვენ ვიხილეთ თოვლის ბაბუის ჩამობრძანება, ასევე, გვესტუმრა სანტა კლაუსი. ჩვენ მათ ავუშენეთ სპეციალური სახლი და საახალწლო სოფელში მოსულ პატარებს საშუალება ექნებათ, ფოტოები როგორც თოვლის ბაბუასთან, ისე სანტა კლაუსთან გადაიღონ. გარდა ამისა, საახალწლო სოფელში ყოველდღე გაიმართება სხვადასხვა საინტერესო ღონისძიება - კონცერტები, თეატრალური წარმოდგენები. რაც მთავარია, აქ ძალიან სასიამოვნო განწყობაა. მინდა, ვისურვო, რომ 2019 წელს ყოველ დღე ასეთი განწყობა იყოს არა მხოლოდ დედაქალაქში, არამედ სრულიად საქართველოში. ძალიან ბევრი მუშაობა მოგვიწევს ამ მიმართულებით, რათა ღირსეულად ვუპასუხოთ ყველა გამოწვევას და 2019 წელი მართლაც საუკეთესო იყოს ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის“,- განაცხადა კახა კალაძემ.

საახალწლო სოფელში პატარების მხიარულ განწყობაზე ელფები და აკრობატები ზრუნავდნენ. სპეციალურად მოწყობილ სცენაზე რამდენიმე მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომერიც შესრულდა.

ღონისძიების დასასრულს, თბილისელებისა და დედაქალაქის სტუმრების წინაშე ჯგუფი „გუფი ლენდი“ წარსდგა.

თბილისის მერიის ორგანიზებით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ახალი წლის დღეებში არაერთი ღონისძიება გაიმართება, მათ შორის, იქნება ყოველდღიური აქტივობები პატარებისთვის: საშობაო ბაზრობა, ყინულის მოედანი, დისტანციური მინი ავტომობილების პარკი, საშობაო ვორქშოფი, საშობაო წისქვილი-კოშკი, ზღაპრის გმირები, ღია კინოთეატრი, თოვლის ბაბუის სახლი და ფოტოზონა თოვლის ბაბუასთან ერთად, გასტრონომიული მარკეტი, სახეზე მოხატვა.

 

ახალი წელი 2019 - პროგრამა

 

29 დეკემბერი

14:00 მაკნატუნების მარში

16:00 თოჯინების თეატრი

19:00 "თბილისის ბიგ-ბენდი" - კონცერტი

21:00 დიჯეი

 

30 დეკემბერი

14:00 მაკნატუნების მარში

15:00 პროექტი - “მოგზაურობა წიგნებში“

17:00 მეკოს სტუდია (საბავშვო კონცერტი)

19:00 გიორგი მანაგაძის ბენდი - კონცერტი

 

31 დეკემბერი

14:00 მაკნატუნების მარში

15:00 პროექტი - “მოგზაურობა წიგნებში“

23:00 საახალწლო გალა კონცერტი

 

1 იანვარი

14:00 მაკნატუნების მარში

16:00 ბასტი ბუბუს კონცერტი

21:00 ლევან მასპინძელაშვილის ბენდი - კონცერტი

 

2 იანვარი

14:00 მაკნატუნების მარში

15:00 ეროვნული სასახლე - Teen Club

17:00 ანა-ბანა

19:00 ჯგუფი „ნიუტონი“ - კონცერტი

21:00 ფოლკლორის საღამო - კონცერტი

23:00 დიჯეი

 

3 იანვარი

14:00 მაკნატუნების მარში

16:30 ჭოხონელიძეების სტუდიის საბავშვო კონცერტი

19:00 ნიკა წერეთელი & ჯგუფი „ელარჯი“ - კონცერტი

21:00 Young Georgian Lolitaz - კონცერტი

 

4 იანვარი

14:00 მაკნატუნების მარში

15:00 ბზიკების სტუდია (საბავშვო კონცერტი)

16:00 ეროვნული სასახლის ანსამბლი “მზიური” - დუბ დრაივი

21:00 რადიო - ქართული ესტრადის ვარსკვლავების კონცერტი

 

5 იანვარი

14:00 მაკნატუნების მარში

15:00 ეროვნული სასახლის გაერთიანებული კონცერტი

18:00 პროექტი - “ მოგზაურობა წიგნებში“

21:00 გიორგი ცაგარელი / SvanSikh - კონცერტი

22:00 დიჯეი

 

6 იანვარი

14:00 მაკნატუნების მარში

15:00 პროექტი - “მოგზაურობა წიგნებში“

17:00 ჟოზეს შოუ

21:00 საშობაო სიმღერის გალა კონცერტი

22:00 დიჯეი

 

7 იანვარი

14:00 მაკნატუნების მარში

15:00 ჟოზეს შოუ (4 სთ)

17:00 მოძრაობის თეატრი

21:00 ქართული მიუზიკლი "ჩხიკვთა ქორწილი"

 

13 იანვარი

21:00 ნინო ქათამაძე - ახალი საახალწლო პროგრამა

28 დეკემბერი 2018