თბილისის მერიის განცხადება

დედაქალაქის მასშტაბით საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი გრძელდება. აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, ამაღამ მელიქიშვილის გამზირი ორი ღამის განმავლობაში გადაიკეტება. სამუშაოები 18 და 19 დეკემბერს 00:00 საათიდან 07:00 საათამდე განხორციელდება.

სამუშაოებს ,,თბილსერვის ჯგუფი’’ ახორციელებს.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის.

 

 

17 დეკემბერი 2018