თბილისის მერიის განცხადება

საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო, დღეს, 25 ნოემბერს 00:00 საათიდან 07:00 საათამდე წერეთლის გამზირი, გიორგი ცაბაძის ქუჩიდან - დავით ბაქრაძის ქუჩამდე გადაიკეტება.

სამონტაჟო სამუშაოები აღნიშნულ ტერიტორიაზე, იმავე საათებში, 26 ნოემბერსაც განხორციელდება.

სამუშაოებს შპს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის.

25 ნოემბერი 2018