მეტროსადგურ „ახმეტელის“ ტერიტორიაზე 160 ავტომობილზე გათვლილი პარკირების ადგილი მოეწყობა

თბილისში, მეტროსადგურ „ახმეტელის“ ტერიტორიაზე ორდონიანი, 160 ავტომობილზე გათვლილი პარკირების ადგილი მოეწყობა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის მთავრობის წევრებმა დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. როგორც თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა, კომპანიას, რომელიც სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს, სირთულეები შეექმნა და სამუშაოების დასრულების ვადის გადაწევა 2015 წლის სექტემბრამდე მოითხოვა. 

„ჩვენი დღევანდელი გადაწყვეტილებით, კომპანიას სამუშაოების განხორციელების დასრულების ვადად განესაზღვრება 2015 წლის სექტემბერი. რის შემდეგაც თბილისში, ახმეტელის თეატრთან გვექნება ორდონიანი, 160 მანქანაზე გათვლილი პარკინგი“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

18 თებერვალი 2015