11 ოქტომბრიდან წყნეთი-კიკეთის მიმართულებით ავტობუსი იმოძრავებს

წყნეთი-კიკეთის მიმართულებით ახალი - N81 მარშრუტი 11 ოქტომბრიდან ამოქმედდება. მარშრუტზე საშუალო ტევადობის „ბოგდანის“ მარკის ავტობუსი წყნეთიდან - მაია წყნეთელის ძეგლიდან, კიკეთში - 9 ძმა ხერხეულიძის ქუჩამდე იმოძრავებს.

თბილისის მერიამ N81 მარშრუტის ამოქმედების გადაწყვეტილება მოსახლეობის თხოვნით მიიღო. წლების განმავლობაში წყნეთიდან კიკეთისკენ მგზავრებს N5 ავტობუსი ემსახურებოდა. მარშრუტი 2015 წლის ზაფხულში, ღვარცოფის შედეგად წყნეთი-ბეთანიის გზის დაზიანების გამო გაუქმდა.

09 ოქტომბერი 2018