ტაქსების რეგისტრაცია დღეს, მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოში იქნება შესაძლებელი
ტაქსების რეგისტრაცია დღეს, მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს მომსახურების ცენტრებში იქნება შესაძლებელი.
მსურველები რეგისტრაციას 29 სექტემბერს, 18:00 საათამდე შემდეგ სერვის ცენტრებში გაივლიან:
- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში არსებული სერვის ცენტრი - შარტავას ქუჩა N7
- ვაკის სერვის ცენტრი - თამარაშვილის ქუჩა N10ა
- გლდანის სერვის ცენტრი - დ. სარაჯიშვილის ქუჩა N1გ
- ისნის სერვის ცენტრი - ნავთლუღის ქუჩა N8/1
- დიდუბის სერვის ცენტრი - რობაქიძის გამზირი N2
- სამგორის სერვის ცენტრი - მოსკოვის გამზირი N14
- კრწანისის სერვის ცენტრი - ორთაჭალის ქუჩა N4, II სართული, საუბნო განყოფილების შენობა
- მთაწმინდის სერვის ცენტრი - ძმები ზუბალაშვილების ქუჩა N48
- ჩუღურეთის სერვის ცენტრი - ზაზიაშვილის ქუჩა N2, დადიანის ქუჩა N1 (არმისული ქარვასლასთან, საუბნო განყოფილების შენობა)
- საბურთალოს სერვის ცენტრი - ა. მიცკევიჩის ქუჩა N29
- ნაძალადევის სერვის ცენტრი - გურამიშვილის გამზირი, N16 კორპუსის მიმდებარედ
ტაქსების რეგისტრაცია 1 აგვისტოდან დაიწყო. ნებართვის აღება შესაძლებელია, როგორც ელექტრონული ფორმით, ასევე დედაქალაქის ათივე რაიონის გამგეობაში. 21 აგვისტოდან ნებართვის მიღება შესაძლებელი გახდა იუსტიციის სახლშიც.
ამჟამად გაცემულია 9600-ზე მეტი ნებართვა.
აქვე გაცნობებთ, რომ აღნიშნული მომსახურების განხორციელების მსურველს ნებართვის აღება შეუძლია მომდევნო პერიოდშიც, თუმცა, ნებართვის მოპოვებამდე ტაქსებს 1 ოქტომბრიდან ეკრძალებათ მომსახურების გაწევა და ნებართვის არმქონე ტაქსის მფლობელი დაჯარიმდება.
29 სექტემბერი 2018
-
მეტეხის გვირაბში ღამის საათებში საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
-
თბილისის მერიის პროგრამაზე - „ისწავლე და დასაქმდი“ მოქალაქეთა რეგისტრაცია დაიწყო
-
დაგეგმილი აქციის გამო, რუსთაველის გამზირზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა