დედაქალაქის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია „თბილისიმარათონი 2018“-ის პრესკონფერენციას დაესწრო
„თბილისიმარათონი 2018“ არის ყოველწლიური მასშტაბური საერთაშორისო გარბენი, რომელიც კომპანია „ჰაიდელბერგცემენტის“ ორგანიზებით, თბილისის მერიის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და  სპორტის სამინისტროს და საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს პატრონაჟით იმართება.
 
„თბილისიმარათონი 2018“  სამ გარბენს მოიცავს:
 
• ნახევარმარათონს (21,097 კმ) 
 
• 10 კილომეტრიან გარბენს
 
• ბავშვთა გარბენებს (6-11 წლამდე - 500მ და 11-15 წლამდე - 1,2კმ)
 
 
რიგით მე-7 „თბილისიმარათონი” 30 სექტემბერს, დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებში გაიმართება და სტარტს რუსთაველის გამზირზე, პირველ კლასიკურ გიმნაზიასთან აიღებს. 
 
„თბილისიმარათონის“ რეგისტრაციიდან შემოსულ თანხას კომპანია „ჰაიდელბერგცემენტი“ ტრადიციულად, გააორმაგებს და წელს, ბენეფიციარს - „პირველი ნაბიჯი - first step“- ს გადასცემს. შესაბამისად, „თბილისიმარათონის” თითოეული მონაწილე ქველმოქმედი ხდება.
 
ღონისძიება ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, ქველმოქმედებასა და დედაქალაქში სპორტული ტურიზმის განვითარებას ემსახურება.
 
„თბილისიმარათონი 2018“-ის რეგისტრაცია მიმდინარეობს 27 სექტემბრის ჩათვლით, ვებგვერდზე: www.tbilisimarathon.ge.
 
21 სექტემბერი 2018