დედაქალაქის მერი ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს შეხვდა

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან, იანოშ ჰერმანთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.

„მადლობას ვუხდი იანოშ ჰერმანს თანამშრომლობისთვის და იმ სამუშაოსთვის, რაც მან საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელობის დროს გასწია. მინდა, სამომავლო საქმიანობაში წარმატებები ვუსურვო“, - განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელად იანოშ ჰერმანი 2014 წელს დაინიშნა. მან აღნიშნულ თანამდებობაზე ფილიპ დიმიტროვი შეცვალა.

13 აგვისტო 2018