საქართველოში ცნობილი ბრიტანელი ფოტოგრაფი მარტინ პარი იმყოფება

პროექტის - „მარტინ პარი - თბილისი“ შესახებ, რომელზეც ცნობილი ფოტოგრაფი მუშაობს, ხვალ, 16:00 საათზე დაგეგმილ პრესკონფერენციაზე ისაუბრებენ.

პრესკონფერენციას მარტინ პარი და პროექტის პარტნიორები გაუძღვებიან. პარი, პრესტიჟული სააგენტო „მაგნუმის“ წევრი 1980-იანი წლებიდანაა და ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ფოტოგრაფია.

მარტინ პარმა საერთაშორისო რეპუტაცია ინოვაციური სახეებისა და სოციალური ფოტოგრაფიის მიმართ განსხვავებული მიდგომის, ასევე, დიდ ბრიტანეთსა და მის საზღვრებს გარეთ ფოტოგრაფიის კულტურაში შეტანილი წვლილისთვის მოიპოვა.

პროექტი თბილისის მერიის მიერ ხორციელდება. პარტნიორები „თიბისი ბანკი“, “Magnum Photos“, „ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი“ და „საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია“, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია და „საქართველოს ავიახაზები“ არიან.

14 ივნისი 2018