დედაქალაქში მორეცხვის სამუშაოები გრძელდება

„თბილსერვის ჯგუფი“ დედაქალაქის მასშტაბით, საგაზაფხულო სამუშაოებს განაგრძობს. სამუშაოების ფარგლებში, მთაწმინდის რაიონში, რუსთაველის ძეგლის მიმდებარე ტერიტორია და კოსტავას ქუჩაზე საფეხმავლო გვირაბი მოირეცხა. სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ დედაქალაქის მერი კახა კალაძე და მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი.

გვირაბების, ხიდების, გზაგამტარებისა და მოედნების სპეციალური ტექნიკით მორეცხვა აპრილიდან დაიწყო. მაისის თვიდან კი, პარალელურ რეჟიმში, ქუჩების ყოველდღიური მორეცხვა მიმდინარეობს.

25 მაისი 2018