კახა კალაძე ნატო-ს დღეების ოფიციალურ გახსნას დაესწრო
თბილისის მერი კახა კალაძე ნატო-ს დღეების ოფიციალური გახსნის ცერემონიას დაესწრო. ნატო-ს დღეები დღეს დაიწყო და პირველ მაისამდე გაგრძელდება. ღონისძიება თბილისის საკრებულოში გაიმართა.
ნატო-ს დღეები წელს მეთერთმეტედ აღინიშნება. ღონისძიებები „ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის“ ორგანიზებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერითა და თავდაცვის სამინისტროსთან, საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისთან და საქართველოში ბულგარეთის საელჩოსთან თანამშრომლობით იმართება.
16 აპრილი 2018
-
სამგორის რაიონს კიდევ ერთი ვრცელი რეკრეაციული სივრცე შეემატება
-
თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის სხდომა გაიმართა
-
ნაძალადევის რაიონს კიდევ ერთი რეაბილიტირებული რეკრეაციული სივრცე შეემატება