თბილისის მერის მოადგილეები ტრანსპორტის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდნენ

თბილისის მერის მოადგილეები მაია ბითაძე და ირაკლი ბენდელიანი ტრანსპორტის სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე დედაქალაქის საგზაო ინფრასტრუქტურისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების, ახალი სამარშუტო სქემის შემუშავებისა და ტრანსპორტის ნაკადების დათვლის საკითხებზე იმსჯელეს.

თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, დედაქალაქის განვითარებაზე ორიენტირებული ინიციატივების განხილვა საწყის ეტაპზევე საზოგადოებისა და დარგის სპეციალისტების აქტიური ჩართულობით უნდა მოხდეს.

აღნიშნული ინიაციატივა მესამე სექტორის წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს და სამომავლო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.

 

09 თებერვალი 2018