თბილისის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სსიპ-ს, ა(ა)იპ-ისა და შპს-ს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის ახალ შემადგენლობას თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს, „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“, მერიის არქიტექტურის სამსახურისა და ქონების მართვის სააგენტოს ახალი ხელმძღვანელები წარუდგინა.  

თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს კახაბერ გვანცელაძე, ხოლო შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიას“ მამუკა კობახიძე უხელმძღვანელებს. 

სსიპ თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსად თეიმურაზ ბოლოთაშვილი დაინიშნა, სსიპ ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელად კი - ირაკლი თავართქილაძე. 

20 ნოემბერი 2017