თბილისის მერიის განცხადება

„თბილისიმარათონი 2017”-თან დაკავშირებით, 22 ოქტომბერს 08:00-დან 11:30-მდე ტრანსპორტის მოძრაობა შემდეგ ქუჩებზე შეიზღუდება:

  • გორგასლის ქუჩაზე კრწანისის მოედნიდან მეტეხის ხიდის მიმართულებით
  • კოტე აფხაზის ქუჩაზე (ყოფ. ლესელიძის ქუჩა)
  • თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირზე
  • მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩაზე (ყოფ. ელბაქიძის დაღმართი)
  • გალაკტიონ ტაბიძის ხიდზე და მარჯანიშვილის ქუჩაზე
  • მარჯანიშვილის მოედანსა და აღმაშენებლის გამზირზე
  • წინამძღვრიშვილის ქუჩაზე
  • ბაქოს ქუჩაზე
  • ზაარბრიუკენის მოედანზე
  • მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე იუსტიციის სახლიდან გორგასლის ქუჩის მიმართულებით

შესაბამისად, დროებით იცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები:

  • ვაკისა და საბურთალოდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობას გმირთა მოედანზე დაასრულებს
  • ავტობუსები: N31 და N37 გმირთა მოედნიდან  მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ჩაუხვევენ და ბარათაშვილის ქუჩისა და  ბარათაშვილის ხიდის მეშვეობით მ. „ავლაბართან“ გაივლიან. შემდეგ, N37 ქეთევან დედოფლის გამზირის გავლით მოძრაობას აეროპორტის მიმართულებით განაგრძობს, ხოლო - N31 ქეთევან დედოფლის გამზირიდან იალბუზის ქუჩაზე ჩაუხვევს და 300 არაგველის ხიდით  კრწანისის მოედანსა და გორგასლის ქუჩას დაუკავშირდება.
  • საზოგადოებრივი ტრანსპორტის კატეგორია, რომელიც ორთაჭალის გავლით ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრაობდა, კრწანისის მოედნიდან 300 არაგველის ხიდით იალბუზისა და წინანდლის ქუჩებზე გაივლის, შემდეგ მოძრაობას განაგრძობს ქეთევან დედოფლის გამზირზე, საიდანაც ბარათაშვილის ქუჩას დაუკავშირდება
  • ცოტნე დადიანის გამზირიდან ბარათაშვილის ქუჩისკენ მოძრავი მარშრუტები გაივლიან გიორგი ჩიტაიას, მაზნიაშვილის, ივანე ჯავახიშვილისა და ხეთაგუროვის ქუჩებს, საიდანაც ბარათაშვილის ხიდით ბარათაშვილის ქუჩას დაუკავშირდებიან
  • ავლაბრიდან მ. „დიდუბისკენ“ გადაადგილებისთვის ძირითადად გამოყენებული იქნება მტკვრის მარცხენა სანაპირო და გიორგი ცაბაძისა და გენერალ კვინიტაძის ქუჩები.

ავტობუსების მარშრუტების დროებითი სქემების თაობაზე გთხოვთ, დარეკოთ თბილისის მერიის ცხელ ხაზზე: 272 22 22.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის!

 

21 ოქტომბერი 2017