თბილისის მერიის განცხადება წურწუმიას ქუჩაზე საავტომობილო მიმოსვლის შეზღუდვაზე

2017 წლის 21 აგვისტოს, 23:00 საათიდან  მიმდინარე წლის 15 სექტემბრის 08:00 საათამდე, საგზაო სამუშაოების გამო, საავტომობილო მიმოსვლა დროებით ორმხრივად შეიზღუდება ა. წურწუმიას ქუჩაზე.

კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური ახორციელებს ავლაბრის მეტროდან (ნ. ირბახის, ა. წურწუმიას, ა. ზურაბიშვილის ქუჩების ) ჯორჯ ბუშის ქუჩამდე გზის კაპიტალური რეაბილიტაციის სამუშაოებს.

ამ პერიოდში დროებით იცვლება N127 მიკროავტობუსის მარშრუტი. N127 ქეთევან წამებულის ქუჩიდან ზურაბაშვილის ქუჩას გუთნისა და თელავის ქუჩების გავლით დაუკავშირდება.

 

21 აგვისტო 2017