8 აგვისტო - 9 წელი

თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. დავით ნარმანიამ, მოადგილეებთან გიგა ნიკოლეიშვილთან, ნინა ხატისკაცთან, ნატო ქიტიაშვილთან და საბურთალოს რაიონის გამგებელთან, ბექა მიქაუტაძესთან ერთად, ომში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების მემორიალი გვირგვინით შეამკო. „დღევანდელი დღე არის განსაკუთრებული შემართების და პატრიოტული სულისკვეთების დღე. 2008 წლის 8 აგვისტოს ძალიან ბევრი ახალგაზრდა გაერთიანდა ჩვენი სამშობლოს გადასარჩენად. რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, ჩვენ ყოველთვის უნდა გავიხსენოთ ისინი და მათი საგმირო საქმეები მომავალ თაობებს უნდა გადავცეთ,“ - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

08 აგვისტო 2017