თბილისის მერიის განცხადება

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2016 წლის ანგარიშის მონაცემებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია პირველ ადგილზეა გამოცხადებული ტენდერების რაოდენობით.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2016 წლის საქმიანობის ანგარიშში მოცემული ინფორმაციის მიხედვით, 2016 წელს ტენდერების საშუალებით ყველაზე მეტი ჯამური ეკონომია ვაჭრობის შედეგად, ისევე როგორც გასულ წელს, მიიღო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, დანაზოგმა 18 მილიონ ლარს გადააჭარბა.

იხ.ლინკი: სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2016 წლის საქმიანობის ანგარიში

20 ივნისი 2017