საბურთალოს რაიონში, დიდი დიღმის დასახლებაში გამწვანების აქცია გაიმართა. საგაზაფხულო რგვების ფარგლებში, ახალი, მშენებარე ავტო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე 2 000 ძირი ალვის ხე დაირგო. ხე-მცენარეების სიმაღლე, რომლითაც ქარსაცავი ზოლი მოეწყო, 2 მეტრია.
ხეები დედაქალაქის მერიას სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრ „ჯიღაურას“ სადემონსტრაციო ბაზიდან გადაეცა.
გამწვანების ღონისძიებაში მონაწილეობა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ სოფლის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორ ლევან უჯმაჯურიძესთან, მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურისა და სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად მიიღო.
დავით ნარმანიას თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ქარსაცავი ზოლის მოწყობა ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ავტო ბაზის თანამშრომლებისათვის, ისე ადგილობრივი მოსახლეობისათვის.
საგაზაფხულო რგვების მაისის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება. ხეები თბილისის ცენტრალურ უბნებსა და ქალაქის შემოგარენში დაირგვება. გამწვანების სამუშაოები წინასწარ შერჩეულ ტერიტორიებზე, სპეციალისტების რეკომენდაციებით შემუშავებული გეგმის მიხედვით ტარდება.
-
თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის სხდომა გაიმართა
-
ნაძალადევის რაიონს კიდევ ერთი რეაბილიტირებული რეკრეაციული სივრცე შეემატება
-
ბახტრიონის ქუჩის N30-ის მიმდებარედ დაზიანებული გზის აღდგენის სამუშაოები დასრულდა