თბილისის მერიის განცხადება საავტომობილო მოძრაობის შეზღუდვასთან დაკავშირებით

მთაწმინდის რაიონში, ამაღლების ქუჩაზე, საგზაო სამუშაოების გამო, სატრანსპორტო გადაადგილება 4 აპრილს, 09:00 საათიდან 19:00 საათამდე შეიზღუდება.  

09:00 საათიდან 19:00 საათამდე შინდისის, წავკისის, ტაბახმელას, კოჯრის, კიკეთისა და ოქროყანის მიმართულებით საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს დროებით შეცვლილი მარშრუტით:

ავტობუსები ორბელიანის მოედნიდან პუშკინის ქუჩით ავლენ თავისუფლების მოედანზე, მოტრიალდებიან ბარათაშვილის ქუჩისკენ, მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და  გორგასლის ქუჩის გავლის შემდგომ აუხვევენ შინდისის ახალ გზატკეცილზე, საიდანაც გზას გააგრძელებენ დადგენილი სქემით.

ზემოთჩამოთვლილი დასახლებებიდან თბილისის ცენტრისკენ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტი არ იცვლება.

შეზღუდვა არ შეეხება მხოლოდ თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ბრიგადებს, საგანგებო სამსახურსა და საპატრულო პოლიციას.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის!

 

 

03 აპრილი 2017