თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ ხეების უკანონო ჭრის ფაქტი გამოვლინდა

თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა, ხუდადოვის ქუჩის, რეხის პირველი ჩიხში, დაახლობით 1000 კვადრატულ მეტრზე, ხეების უკანონო ჭრის ფაქტი გამოავლინეს.

ადგილზე გამოძახებულია საპატრულო პოლიცია. გარემოსადმი მიყენებულ ზიანს  ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახური შეაფასებს. გატარდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.

ამჟამად, ადგილზე, ასევე, იმყოფებიან ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი უკლება და ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე.

 

22 მარტი 2017