გმირთა მოედანზე მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსმა გივი კუბლაშვილმა და საბურთალოს რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ გმირთა მოედანზე არსებული მიწისქვეშა გადასასვლელი დაათვალიერეს. 

13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზიანებული გადასასვლელი გაიწმინდა ნარჩენებისგან; სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, აღდგენილია კიბეები და სავალი ნაწილი. მოპირკეთდა მიწისქვეშა გადასასვლელის კედლები და ჭერი, შეიცვალა ელექტრო გაყვანილობა და დამონტაჟდა ახალი სანათები. 

სარეაბილიტაციო სამუშაოები შ.პ.ს “უძრავი ქონება-თბილისი’’ - ს დაკვეთით კომპანია „გუგა2001“-მა შეასრულა. დედაქალაქის ბიუჯეტიდან სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 189 000 ლარი დაიხარჯა.

04 თებერვალი 2016