თბილისის მერიის განცხადება გუდიაშვილის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე საცხოვრებელი კედლის ჩამონგრევასთან დაკავშირებით

გუდიაშვილის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ახოსპირელის 3, ჩიხი #8/9- ში საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოინგრა.

სახლის აღნიშნულ ნაწილში მოსახლეობა არ ცხოვრობს. ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო სამსახური. შემთხვევის ადგილი ნანგრევებისაგან გაიწმინდა და მომხდარის მიზეზების დასადგენად ექსპერტიზა ჩატარდება. მომიჯნავედ არსებულ შენობებში მცხოვრებ მოსახლეობას საჭიროების შემთხვევაში მერია დროებით ქირით გაიყვანს.

აღნიშნული მისამართი გუდიაშვილის მოედნისა და მისი არეალის რეაბილიტაცის პროექტში გათვალისწინებულია და მისი აღდგენა პროექტით გათვალისწინებულ ვადებში მოხდება.

01 თებერვალი 2016