თბილისის მერიის განცხადება საიჯარო ქირის გაზრდასთან დაკავშირებით

დღეს „TCS“ შპს-ს დირექტორმა, ჯემალ გიგუაშვილმა, რომელსაც იჯარით აქვს აღებული თამარ მეფის გამზირზე არსებული მიწისქვეშა გადასასვლელის ტერიტორია,  მისივე ქვემოიჯარეებს განუცხადა, რომ აპირებდა იჯარის ქირის გაზრდას მომდევნო წლის იანვრის თვიდან, რამაც გამოიწვია მოვაჭრეთა უკმაყოფილება და საპროტესტო აქცია.

გაცნობებთ,რომ კომერციული  ფართი თამარ მეფის ქუჩაზე, რკინიგზის სადგურის  მიმდებარედ, მოიჯარე შპს „TCS“-ზე თბილისის ქონების მართვის სააგენტოს მიერ 2011 წლის 24 თებერვალს პირდაპირი განკარგვის წესით იქნა გაცემული.

აღნიშნული ფართი 2021 წლამდე გაცემულია იჯარით, შესაბამისად ქვემოიჯარეებისათვის ქირის დაწესება წარმოადგენს მოიჯარის პრეროგატივას.

ქ. თბილისის მერიას, მის წარმომადგენელ შპს „უძრავი ქონება - თბილისს“  შპს TCS მიმართ არ განუხორციელებია საიჯარო ქირის გაზრდა.

 

25 ნოემბერი 2015