ინკლუზიური ტურიზმის მესამე საერთაშორისო კონფერენცია

თბილისის მერიის ორგანიზებით 2015 წლის 11 ნოემბერს საერთაშორისო კონფერენცია "ინკლუზიური ტურიზმი ეკონომიკური განვითარებისა და სოციალური პასუხისმგებლობისათვის“ გაიმართება. კონფერენციის მიზანია ინკლუზიური ტურიზმის მიმართულებით საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და ამ კუთხით დედაქალაქის განვითარებისთვის შესაძლებლობების ფორმირება.

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ადგილობრივი, ასევე სხვადასხვა ქვეყნების სახელმწიფო, არასამთავრობო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები. ღონისძიების მხარდამჭერები არიან საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ინკლუზიური ტურიზმის საერთაშორისო ევროპული ქსელი ENAT, არასამთავრობო ორგანიზაცია "პარსა". 

კონფერენცია სასტუმრო "რადისონ ბლუ ივერიაში" 10:00 საათზე გაიხსნება და 18:00 საათზე დასრულდება.

 

იხილეთ მესამე საერთაშორისო კონფერენციის ბროშურა (GEO PDF)

იხილეთ მესამე საერთაშორისო კონფერენციის ბროშურა (ENG PDF)

26 ოქტომბერი 2015