თბილისის მერიის განცხადება დედაქალაქში ელექტროენერგიის ტარიფების მოსალოდნელ ზრდასთან დაკავშირებით

ელექტროენერგიის ტარიფების მოსალოდნელ ზრდასთან დაკავშირებით, დღეს თბილისი მერის, დავით ნარმანიას მიერ გაკეთებული განცხადება ორაზროვნად იქნა აღქმული, რის გამოც თბილისის მერია კიდევ ერთხელ აფიქსირებს საკუთარ პოზიციას.

იმ შემთხვევაში თუ სემეკის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე დედაქალაქშიც მოხდება ელექტროენერგიაზე ტარიფის ზრდა, სოციალურად დაუცველ ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-ზე ნაკლებია, გაზრდილ ტარიფს დედაქალაქის მერია დაუფინანსებს. 

სს „თელასმა“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას სატარიფო განაცხადით 23 ივლისს მიმართა. კომპანია ტარიფის დადგენას ითხოვს და სატარიფო განაცხადის წარმოდგენის მთავარ საფუძვლად აშშ დოლართან მიმართებაში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის მკვეთრ ცვლილებას, შესასყიდი ელექტროენერგიის გაზრდილ ფასსა და ელექტროენერგიის გადაცემის ტარიფის ზრდას ასახელებს.

24 ივლისი 2015