თბილისის მერია მგზავრთა სატრანსპორტო მოსაცდელი ჯიხურების ახლით ჩანაცვლებას იწყებს

თბილისის მერია ძველი, ამორტიზებული მგზავრთა სატრანსპორტო მოსაცდელი ჯიხურების დემონტაჟს და ახლით ჩანაცვლებას იწყებს. პირველ ეტაპზე ქალაქში 7 ამორტიზებული მოსაცდელი ჯიხურის დემონტაჟი განხორციელდება.

100 მოსაცდელი ჯიხურის შესყიდვაზე ტენდერი უახლოეს პერიოდში გამოცხადდება. ახალი მოსაცდელი ჯიხურები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი იქნება. 

21 ივლისი 2015