ევროპის მოედანიდან თავისუფლების მოედნამდე ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტის საზეიმო მსვლელობა გაიმართება

დღეს, 17 ივლისს ევროპის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტის საზეიმო მსვლელობა გაიმართება. საზეიმო მსვლელობა თავისუფლების მოედანზე კონცერტით დასრულდება.  

ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტის საზეიმო მსვლელობასთან დაკავშირებით 18:00-24:00-მდე თავისუფლების მოედანზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. 20:00-21:30-მდე გადაიკეტება ასევე ევროპის მოედანი და მეტეხის ხიდი.

17 ივლისი 2015