მტკვრის მარცხენა სანაპიროზე დასუფთავების აქცია მოეწყო

თბილისის მერის დავალებით, შპს „თბილსერვის ჯგუფისა“ და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ორგანიზებით, მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპირო დასუფთავდა.

სამუშაოების შედეგად, მდინარის ზედაპირი და სანაპირო საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაიწმინდა.

სამუშაოების მიმდინარეობას „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი, რომეო მიქაუტაძე ადგილზე გაეცნო.A

22 იანვარი 2021