თბილისის მერიის მიერ ორგანიზებული საშობაო წარმოდგენა „რუსთავი2“-ის პირდაპირ ეთერში გადაიცემა

თბილისის მერიის მიერ ორგანიზებული საშობაო წარმოდგენა დღეს, 23:00 საათზე „რუსთავი2“-ის ეთერში გადაიცემა. კონცერტში, რომელიც თბილისის მერიისა და "რუსთავი2“-ის ერთობლივი პროექტია, მონაწილეობას 30-მდე მუსიკოსი მიიღებს. კონცერტზე შესრულდება მსოფლიოს საუკეთესო, ყველასთვის საყვარელი საშობაო სიმღერები.

თბილისის მერიის მიერ, საახალწლოდ, ჯამში რვა სატელევიზიო კონცერტი გაიმართება. მათგან ორი კონცერტი პირდაპირი ეთერის მეშვეობით გადაიცემა. ღონისძიებებში პოპ მუსიკის გარდა წარმოდგენილი იქნება ფოლკი, ელექტრონული მუსიკა და სხვა მუსიკალური მიმდინარეობა.
07 იანვარი 2021