დედაქალაქის მერია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უსაფრთხოების მიზნითა და ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, ეპიდემიოლოგებისა და საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, თბილისის მეტროპოლიტენში სპეციალურ ღონისძიებებს განახორციელებს.
6 ნოემბრიდან, გადატვირთული მეტროსადგურების შესასვლელებში, პიკის საათებში, მგზავრთა ნაკადის კონტროლი მოხდება რიგების მართვის მეშვეობით, რათა შეძლებისდაგვარად თავი დავიზღვიოთ ვირუსის შესაძლო გავრცელებისგან.
ამ ეტაპზე, აღნიშნული ღონისძიებების განხორციელება იგეგმება "ვარკეთილის", "ახმეტელის თეატრის", "დიდუბისა" და "სადგურის მოედნის" მეტროსადგურებზე.
მეტროპოლიტენის თანამშრომლები მუდმივად დააკვირდებიან მგზავრთა ნაკადს. როდესაც ნაკადი კრიტიკული იქნება და ვირუსის გავრცელების კუთხით საფრთხეს შექმნის, მეტროსადგურების ჩასასვლელებში, რიგის მართვის მეშვეობით ადამიანების დაშვების შეფერხება მოხდება.
-
ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე ღამის საათებში ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება
-
„დინამო არენაზე“ დაგეგმილი საფეხბურთო მატჩის გამო მუნიციპალური ტრანსპორტი გახანგრძლივებული დროით იმოძრავებს
-
რესპუბლიკის მოედანზე დაგეგმილი ღონისძიების გამო ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება