თბილისის მერიის განცხადება

გლდანის რაიონში, კეცხოველის ქუჩის სრული რეაბილიტაცია იწყება. სამუშაოების გამო, 24 სექტემბრიდან კეცხოველის ქუჩაზე - ჯაბიძის ქუჩიდან ვეკუას ქუჩამდე მონაკვეთში, საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის.

23 სექტემბერი 2020