საკონსულტაციო კომპანია ,,სისტრას" მიერ ჩატარებული კვლევა ,,ავტობუსების ქსელის რესტრუქტურიზაცია და მგზავრობის საფასურის გადახდის ინტეგრირებული, ავტომატიზირებული სისტემის დანერგვა"

ფრანგული საკონსულტაციო კომპანია „სისტრას“ მიერ ჩატარებული კვლევა - „ავტობუსების ქსელის რესტრუქტურიზაცია და მგზავრობის საფასურის გადახდის ინტეგრირებული ავტომატიზირებული სისტემის დანერგვა“ შედგება რამდენიმე ანგარიშისგან და იგი ეხმარება დედაქალაქს საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლებული ქსელის და სატარიფო სისტემის შემუშავებასა და მიღებაში ოპერაციული ეფექტიანობის, ბილეთების სისტემის სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.

ამჯერად, შეგიძლიათ გაეცნოთ კვლევის მეექვსე ანგარიშს, რომელიც მოიცავდა შემდეგ საკითხებს:

  • მიკროავტობუსების ოპერაციებთან დაკავშირებით ტიპიური კონტრაქტის პროექტის მომზადება;
  • ქალაქის შესაძლებლობების გაუმჯობესება კონტრაქტის მინიჭებასა და მონიტორინგში;
  • მულტიმოდალური სატრანსპორტო მოდელის ტრენინგები.

,სისტრას“ მიერ მომზადებული ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ მითითებულ ბმულზე.

 

10 სექტემბერი 2020