საკონსულტაციო კომპანია სისტრას მიერ ჩატარებული კვლევა ,,ავტობუსების ქსელის რესტრუქტურიზაცია და მგზავრობის საფასურის შეგროვების ინტეგრირებული, ავტომატიზირებული სისტემის დანერგვა"

ფრანგული საკონსულტაციო კომპანია „სისტრას“ მიერ ჩატარებული კვლევა - „ავტობუსების ქსელის რესტრუქტურიზაცია და მგზავრობის საფასურის შეგროვების ინტეგრირებული ავტომატიზირებული სისტემის დანერგვა“ შედგება რამდენიმე ანგარიშისგან და იგი ეხმარება დედაქალაქს საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლებული ქსელის და სატარიფო სისტემის შემუშავებასა და მიღებაში ოპერაციული ეფექტიანობის, გაბილეთიანების სისტემის სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.

ამჯერად, შეგიძლიათ გაეცნოთ კვლევის შუალედურ ანგარიშს, რომელიც მოიცავდა შემდეგ საკითხებს:

  • საზოგადოებრივი სატრანსპორტო სექტორის, ავტობუსების მოძრაობის და სატარიფო სისტემის განხილვა;
  • ახალი მარშრუტის დაგეგმვა განახლებული ქსელისა და მგზავრთნაკადის კვლევის საფუძველზე;
  • ინსტიტუციური და მარეგულირებელი სტრუქტურა;
  • ტარიფის კვლევა და ხელმისაწვდომობა;
  • ავტომატიზირებული გადახდის ინტეგრირებული სისტემის (AFC) მორგება განახლებულ ქსელთან;
  • AFC განხორციელების საბოლოო ბიზნეს გეგმა.

,,სისტრას“ მიერ მომზადებული შუალედური ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ მითითებულ ბმულზე.

12 აგვისტო 2020