ავტობუსების ქსელის რესტრუქტურიზაცია და მგზავრობის ავტომატიზირებული გადახდის ინტეგრირებული სისტემის დანერგვა (თავდაპირველი ანგარიში)

ფრანგული საკონსულტაციო კომპანია „სისტრას“ მიერ ჩატარებული კვლევა - „ავტობუსების ქსელის რესტრუქტურიზაცია და მგზავრობის საფასურის გადახდის ინტეგრირებული ავტომატიზირებული სისტემის დანერგვა“ შედგება 7 ანგარიშისგან და იგი ეხმარება დედაქალაქს საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლებული ქსელის და სატარიფო სისტემის შემუშავებასა და მიღებაში ოპერაციული ეფექტიანობის, ბილეთების სისტემის სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად

კვლევის პირველი ეტაპი, რომელიც დასრულდა 2018 წელს, მოიცავდა შემდეგს:

  • საზოგადოებრივი სატრანსპორტო სექტორის, ავტობუსების მოძრაობის და სატარიფო სისტემის მიმოხილვა;
  • ახალი მარშრუტის დაგეგმვა განახლებული ქსელის საფუძველზე და მგზავრთა ნაკადის კვლევა;
  • ინსტიტუციური და საკანონმდებლო სტრუქტურა;
  • ტარიფის კვლევა და ხელმისაწვდომობა;
  • ავტომატიზირებული გადახდის ინტეგრირებული სისტემის (AFC) მორგება განახლებულ ქსელთან;
  • საბოლოო ბიზნეს გეგმა AFC დანერგვასთან დაკავშირებით.

კომპანიის მიერ მომზადებულ პირველ ანგარიშს შეგიძლიათ გაეცნოთ მითითებულ ბმულზე.

06 აგვისტო 2020